LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია რევოლუციის მოლოდინში: ბუნდესლიგაში ქალი გამოჩნდება

97

ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ქალი მსაჯი „ჰერტა“-„ვერდერის“ მატჩს განსჯის.
მატჩი 10 სექტემბერს ჩატარდება.
ბიბიანა შტაინხაუსი გერმანიის უმაღლეს დივიზიონში დებიუტს ელის.

ბუნდესლიგა გახდება პირველი დიდი ევროპული ლიგა, სადაც მთავარი არბიტრი ქალი იქნება.

აქამდე შტაინხაუსს მეორე ბუნდესლიგის და საერთაშორისო მატჩები უმსაჯია.

ბიბიანა ბუნდესლიგაში გადასვლამდე არბიტრობას პოლიციაში სამსახურს უთავსებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები