LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ფეხბურთელებს სექსს აუკრძალავენ: ბუნდესლიგაში ნიღბები და სხვა მკაცრი ზომები შემოაქვთ

234
2810536-57975748-2560-1440

ბუნდესლიგის ხელმძღანელობა ფეხბურთელებს სეზონის განახლების შემთხვევაში შეზღუდვებს დაუწესებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებს კარანტინში არ ჩაკეტავენ, როგორც ამას ესპანეთში გეგმავენ. ფეხბურთელებს საშუალება ექნებათ იცხოვრონ სახლში ან სასტუმროში, მაგრამ მათ აეკრძალებათ გოგონებთან/ცოლებთან კოცნა და სექსი თუ პარტნიორს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.

სტადიონზე ერთდროულად 300-ს ადამიანზე მეტი ვერ იქნება. კონტაქტები მაქსიმალურად მინიმალიზირებული იქნება. გუნდები მოედანს სხვადასხვა დრო დატოვებენ, გაუქმდება ტრადიციული გუნდური ფოტოები, ხელის ჩამორთმევა და მოედანზე ბავშვების გაყვანა. ჟურნალისტებს თხოვენ, რაც შეიძლება ნაკლები კომენტარი აიღონ მატჩის შემდეგ.

ბუნდესლიგა პანდემიის გამო 25-ე ტურის შემდეგ  შეწყდა.
ლიდერი “ბაიერნია”, რომელიც დორტმუნდის “ბორუსიას” 4 ქულით უსწრებს.

 

ფეხბურთელებისთვის მკაცრ ზომებზე მთავრობაც ფიქრობს.

ფეხბურთლებმა შესაძლოა ჩემპიონატი ნიღბებით ჩაამთავრონ. ისინი ვალდებულები იქნებიან მთელი მატჩი ნიღბით ითამაშონ. თუ რომელიმეს თამაშის მსვლელობისას მოძვრა, მატჩი შეჩერდება, ფეხბურთელს კი ნიღბის შეხება აეკრძალება. Spiegel Sports იუწყება, რომ ეს ერთ-ერთი შესაძლო განხილვადი ვარიანტია.

ასევე ვარაუდობენ, რომ მატჩი ყოველ 15 წუთში შეჩერდება ნიღბების გამოსაცვლელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები