LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გუნდმა 37 გოლი გაუშვა, რადგან მოედანზე სოციალურ დისტანციას იცავდა

93
37

გერმანიაში მატჩი სუპერდიდი ანგარიშით დასრულდა, რადგან ერთი გუნდი მკაცრად იცავდა სოციალური დისტანციის წესებს.

“ჰოლდენშტედტმა” მეტოქეს “რიპდორფ / მოლცენ II”-ს 37 უპასუხო გოლი გაუტანა. Goal იუწყება, რომ დამარცხებულები სოციალურ დისტანციას იცავდნენ, რადგან მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ “ჰოლდენშტედტის” მოთამაშეებს კონტაქტი ქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულთან წინა შეხვედრის დროს.

“რიპდორფმა” თამაშის გადატანას ითხოვა, მაგრამ სერიოზული საჯარიმო სანქციების გამო უარი უთხრეს. საბოლოოდ ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ, მაგრამ მეტოქის წარმატებას უსაფრთხო დისტანციიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს.

ორივე გუნდი გერმანიის მე-11 დივიზიონში გამოდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები