LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი უკან ბრუნდება – ისინი სარჩელის შეტანას გეგმავენ

152
AdobeStock-11334480-1920x960

საქართველოს 10 მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა, ხვალ სამშობლოში დაბრუნდება. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯაბა ჩაჩანიძემ განაცხადა, მათ დამსაქმებელი შეეცვალათ, რის შემდეგაც შრომითი ანაზღაურება შეუმცირეს და არასათანადო პირობებში იმყოფებიან. მისი თქმით, ახალ დამსაქმებელთან მათ ერთი ყუთი მარწყვის მოკრეფის შემთხვევაში 2.50 ევროს უხდიან და ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად, შესვენების გარეშე მუშაობა.

ჯაბა ჩაჩანიძე ამბობს, რომ გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ ზარალის კომპენსაციით მოთხოვნით, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

„სამუშაოდ ვართ წამოსული, მაგრამ კიდევ გაურკვევლობაში, კიდევ ახალ პრობლემებში აღმოვჩნდით და 10-მა ადამიანმა მივიღეთ გაწყვეტილება, ხვალ უკან დავბრუნდეთ. ხვალ არის ფრენა. არავითარი სანქცია არ დამეკისრება, რადგან კონტრაქტი თვითონ დამსაქმებელმა დამირღვია. ჩვენ იურისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და ვაპირებთ, რომ სარჩელი შევიტანოთ ქართული მხარის, ანუ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ“, -განაცხადა ჩაჩანიძემ. მისივე განმარტებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების ბედით არც დაინტერესებულა.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ ქართველებს, სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g