LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა

133
სვენ გიგოლდი

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი დღეს, 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად იქნება გერმანული კერძო კომპანიების დელეგაციაც.

სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო ორგანიზაციებში.

შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ტურიზმთან, ვაჭრობასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებს.

დელეგაცია ქართულ კერძო კომპანიებსაც ესტუმრება ორმხრივი პროექტების განხილვის მიზნით.

„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის“,  – განაცხადა სვენ გიგოლდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g