LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ენერგოკონცერნი რუსული გაზის შესყიდვას წყვეტს

58
gazprom_22-768x537

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, გერმანიის უმსხვილესი ენერგოკონცერნი, E.ON რუსული გაზის შესყიდვას წყვეტს. ამის შესახებ E.ON-ის აღმასრულებელი დირექტორის ლეონარდ ბირნბაუმის 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ვყიდულობთ გაზს ევროპის საბითუმო ბაზრებიდან. E.ON-ს არ აქვს გრძელვადიანი მიწოდების კონტრაქტები უშუალოდ მწარმოებლებთან. თუმცა, მცირე რაოდენობით ბუნებრივი აირი ჩვენს პორტფელში შეძენილი იქნა „გაზპრომის“ ევროპის სავაჭრო კომპანიებიდან. უკრაინის ომის გამო, ჩვენ შევწყვიტეთ ამ კომპანიებისგან ახალი მოცულობების შეძენა. რუსეთის ბაზარი არ არის ჩვენს სამიზნე რეგიონებს შორის“, – აცხადებს ლეონარდ ბირნბაუმი.

ცნობისთვის, E.ON, ევროპის ენერგეტიკული ქსელების უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც Nord Stream 1-ის 15,5%-იან წილს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები