LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის მხარდაჭერით, ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია მომზადდა

108

ღვინის ეროვნულ სააგენტოში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია მომზადდა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის“ (CIM) ინტეგრირებული ექსპერტის ბერტჰოლდ ზაიტცის მხარდაჭერით შემუშავდა, რომელსაც 2016-2017 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩევლის პოზიცია ეკავა.

დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ღვინის სექტორის მიმოხილვას და მიმდინარე სიტუაციის ანალიზს, ასევე განსაზღვრავს საქართველოს ღვინის სექტორის განვითარების ხედვას. გრძელვადიანი სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან შესაბამისი სტრატეგიული მიზნებისა და სამოქმედო ღონისძიებების გათვალისწინებით. კერძოდ, სტრატეგიის მიზანია ქართული ღვინის ხარისხის, მისი ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. დოკუმენტი მოიცავს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ადგილობრივი ბაზრისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების, ღვინის ტურიზმისა და სხვა მიმართულებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g