ქართველმა პიანისტებმა კიდევ ერთი საერტაშორისო აღიარება მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კონცეპტარტი“ აქვეყნებს. როგორც ხელოვანთა გაერთიანების გვერდი წერს, გერმანიის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალზე “Kissinger Sommer” ორმა ქართველმა – გიორგი გიგაშვილმა და სანდრო ნებიერიძემ გაიმარჯვა! გიორგიმ პირველი პრემია და მაყურებლის პრიზი დაიმსახურა, სანდრო კი მეორე პრემიის მფლობელი გახდა.