LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული ქალაქი მომავალ მაცხოვრებლებს 2-კვირიან უფასო დასვენებას სთავაზობს

108
d99d829c-ba7b-4e8c-810b-5338288ffb06_ed2707df

აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქი აიზენჰიუტენშტადტი მომავალ მაცხოვრებლებს უფასო ორკვირიან დასვენებას სთავაზობს. პროგრამის მონაწილეები სრულად უზრუნველყოფილ ბინაში 6-დან 20 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ ცხოვრებს. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი უკეთ გაიცნობენ ქალაქს და იქ არსებულ შესაძლებლობებს, წერს South China morning post-ი.

სტუმრებისთვის ადგილობრივ დაწესებულებებში ექსკურსიებს მოაწყობენ და სტაჟირებისა თუ მუშაობის ვარიანტებს შეარჩევინებენ.

აიზენჰიუტენშტადტი ბერლინიდან 100 კილომეტრის მოშორებითაა განთავსებული, პოლონეთთან საზღვრის სიახლოვეს. ქალაქი 1950 წელს, მეტალურგიული კომბინატის მუშებისთვის დაარსდა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ მისი მოსახლეობა თითქმის განახევრდა და დღეისთვის ადგილობრივთა რიცხვი მხოლოდ 24 ათასია.

ახალი ინიციატივა – ქალაქის მთავრობის მცდელობაა, მოიზიდონ ახალი მაცხოვრებლები და აჩვენონ მათ, რომ დასახლება საკმაოდ კომფორტული და პერსპექტიულია.

მსურველებს განაცხადის შევსება მაისის ბოლოდან, სპეციალურ საიტზე შეეძლებათ. https://www.jetzt-pläne-schmieden.de

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები