LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ [DW] ქართული სამსახური გახსნა

181
DW

გერმანულენოვანმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ [DW] ქართულენოვანი სამსახური გახსნა – ის დღეიდან ამუშავდა და ამ ეტაპზე, მხოლოდ „ინსტაგრამის“ პლატფორმაზე გაეშვა სახელწოდებით DW Kartuli.

როგორც DW Kartuli-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მედიასაშუალება გააშუქებს ამბებს საქართველოდან, ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“ (DW) ქართული პროგრამის გვერდზე.  

ჩვენთან გაეცნობით მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, მიიღებთ სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ. 

გამოგვყევით და გაგვიზიარეთ თქვენი ინტერესები“, – აღნიშნულია „დოიჩე ველეს“ ქართულენოვანი სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები