ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის საუკეთესო ქალაქი ჰამბურგია, ხოლო ნიუ-იორკი და ლონდონი კი ლიდერთა შორს საერთოდ ვერ მოხვდნენ.
ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა მორიგი კვლევა, რომელიც მსოფლიოს 27 ქვეყანას და 41 ქალაქს მოიცავდა და საუკეთესოები 5 კატეგორიაში გამოავლინეს- ღამის ცხოვრების ხარისხი, ყველაზე მეგობრული ადგილობრივები, უსაფრთხოება, ტრანსპორტი და ცხოვრების ღირებულება. გერმანულმა ქალაქმა კი ყველა კატეგორიაში კარგი შედეგი აჩვენა.
ჰამბურგში, გარდა იმისა რომ საუკეთესო კლუბური ცხოვრებაა, ასევე ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს და ტრანსპორტირებაც ძალიან კომფორტულია. კარგი შედეგები ქონდათ ასევე კოპენჰაგენს, ბერლინს, დუბლინსა და ამსტერდამს.
ექსპერტთა გასაკვირად, ნიუ-იორკი, ტოკიო და რომი 20-ეულში ძლივს მოხვდნენ და არც თუ ისე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. ხოლო, რაც შეეხება ტურისტებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქებს, რეიტინგში – პრაღა, ვარშავა და მუმბაი ლიდერობენ.