LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის კოშმარები ბავშვებში…უნდა ვინერვიულოთ თუ არა“ – პედიატრის სასარგებლო რჩევა მშობლებს

1638
2026-03-16_00-36-48_797142

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს.

„შუაღამეა,ხვალიდან, მძიმე სამუშაო კვირა იწყება,ამიტომ შევეცდები კიდევ ერთ ხშირად დასმლ კითხვას გავცე პასუხი…ღამის კოშმარები ბავშვებში… უნდა ვინერვიულოთ თუ არა…
ბავშვებში ღამის კოშმარები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით 3-10 წლის ასაკში. ისინი ხშირად დაკავშირებულია ბავშვის ემოციებთან, დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებთან ან გადაღლასთან.

კოშმარის დროს ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა,ატირებულმა,მოუხმს მშობელს,ახსოვდეს ან არ ახსოვდეს საშიში სიზმარი,შეიძლება უცებ მშობელი უცუხო ადამიანად აღიქვას!!!

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივი ნაწილია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს!!!რამოდენიმე მარტივი რჩევა მინდა მოგცეთ…
შექმენით მშვიდი გარემო ძილის წინ
მოერიდეთ ემოციურად მძიმე მულტფილმებსა და ზოგადად ეკრანებს ძილამდე 2 საათით ადრე.

დაამშვიდეთ ბავშვი გაღვიძებისას, თქვენი ხმა და ჩახუტება საუკეთესო „მედიკამენტია“
თუ კოშმარები ძალიან ხშირად მეორდება, იწვევს ძლიერი შიშის განვითარებას ან ძილის სერიოზულ დარღვევას, სასურველია პედიატრთან ან ბავშვთა ნევროლოგთან კონსულტაცია!!!

ბავშვის ღამის შიშები ხშირად ქრება მაშინ, როცა გვერდით ესმის მშობლის მშვიდი სუნთქვა და ეუფლება უსაფრთხოების განცდაა. მშვიდი ძილი ყველას,კოშმარების გარეშე“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს!“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი“ – ინგა მამუჩიშვილი

„ჩემი შვილი რაღაც უჩვეულო, უხერხულ მოძრაობებს აკეთებს, რა არის ამის მიზეზი??…გახშირდა ეს კითხვა მშობლებისგან“ – ინგა მამუჩიშვილის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g