LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამით ღია ფანჯარში ძილი ჭარბი წონისა და დიაბეტისგან დაგიცავთ

144

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევა ნამდვილი აღმოჩენაა იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია ჭარბ წონას ებრძვის. ცნობილია, რომ სწორედ ქოლესტერინის დონის მატება და ჭარბი წონაა ხშირ შემთხვევაში მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევი მიზეზი. პროფესორი, ენდოკრინოლოგი ეშლი გროსმანი ამბობს, რომ მეცნიერებმა იპოვეს საინტერესო კავშირი სხეულის გაგრილებასა და ჭარბწონიანობას შორის. ეს კვლევა გამოცემა „ტელეგრაფში“ მაშ  შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ჰოლანდიელი ექიმები გლობალურ დათბობასა და დიაბეტს შორის კავშირზე ალაპარაკდნენ.

ახლი კვლევით დასტურდება, რომ სხეულის გაგრილება 30 პროცენტით აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და შედეგად, საათში 400-მდე კალორია იწვის. ამავეს ამტკიცებს ლეიდენის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა, რომელიც სამეცნიერო ნაშრომში BMJ Open Diabetes Research & Care დაიბეჭდა. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში მოსახლეობის ორი მესამედი ჭარბწონიანია და 3.6 მილიონს დიაბეტის მეორე ტიპის დიაგნოზი აქვს. ამერიკის 50 შტატის მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა უკვე საბოლოოდ დაასკვნეს, რომ გლობალურმა დათბობამ საგრძნობლად გაზარდა დიაბეტის შემთხვევები შტატებში. გლობალური დათბობა, როგორც გარემო ფაქტორი, შეუქცევადი პროცესია.

ამდენად მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ღამით ღია ფანჯარაში ძილი ხელს უწყობს ორგანიზმის გაგრილებას და რამდენიმე  გრადუსით ტემპერატურის ვარდნა კი მეტაბოლიზმს აუმჯობესებს. შედეგად კი ეს ჭარბი წონისა და დიაბეტის პრევენციას ახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g