LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა“

204
ირაკლი ღარიბაშვილი

„31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა“, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და აფხაზეთის ომის 31 წლისთავს ეხმიანება.

ფოტოები: აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავ ქვეყნისა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება:

„მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები – ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა – კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა.

ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან“, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან.

გაუმართლებელმა…

Posted by საქართველოს მთავრობა on კვირა, 13 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა – ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეულობით პირი, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე მოქაალქე, დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g