LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი არ მოერიდება ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას მაშინაც კი, როცა კატა არ არის ამ ოთახში: პაატა მანჯგალაძე

84
FORTUNA.GE-

არ მოვერიდები და გეტყვით, ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ მასშტაბის მონა და იმ მასშტაბის ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწე, რომ ის არ მოერიდება ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას მაშინაც კი, როცა კატა არ არის ამ ოთახში.” – პოლიტიკური პარტია “სტრატეგია არმაშენებლის” ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ქმედება, რომელიც დღეს ხელისუფლებამ განახორციელა, არის წარმოუდგენელი მასშტაბის სიშლეგე და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

მანჯგალაძე დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ეს არის ბოლშევიკურ სტილში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას კარგი მიმარტულებით არ წაიყვანს:

“ეს არის ბრძოლა მთელი საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ადამიანებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ აქ ვიცავდით არა რომელიმე პარტიის ლიდერს, არამედ ვიცავდით ჩვენს ქარეთულ სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიას და ჩევნს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იმ შლეგი და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლებისგან, რომელმაც დღეს 23-ში ფაქტობრივად ბრძოლა გამოუცხადა თავისუფლებას.

ის ქმედებები, რომელიც დღეს განახორციელა ხეელისუფლებამ, არის წარმოუდგენელი მასშტაბის სიშლეგე და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, როცა კანონის სახელით და კანონის უზენაესობაზე საუბრობს ის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანში გააუქმა არჩევნები,  სასამართლო და მიიტაცა ძალაუფლება. ეს არის ბოლშევიკურ სტილში მიღებული გადაწყვეტილება და უფრო მეტსაც გეტყვით, არ მოვერიდები – ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ მასშტაბის მონა და იმ მასშტაბის ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწე, ის არ მოერიდება ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას მაშინაც კი, როცა კატა არ არის ამ ოთახში.” – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს – ადამიანების ხალხის მტრად გამოცხადებაზე – იღებენ პარტიულ კრებებზე, ეს არის ბოლშევიკური პრაქტიკა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს პარტიის ოფისში დააკავეს.

მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან და სამ საათზე საპროტესტო აქციას აანონსებენ.

ყველა ოლიგარქს და რეჟიმს, რომელიც უპირისპირდება საკუთარ საზოგადოებას ერთი და იგივე ბედი ელის, ჩვენ ნანახი გვაქვს, ოლიგარქები როგორ ამთავრებენ: გიგა ბოკერია

magti 5g