პრემიერობის კანდიდატი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას უარყოფს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გარდა პანდემიისა, ეკონომიკისა და სიღრიბისა, სხვა არავითარი კრიზისი ქვეყანაში არ არსებობს.
“მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ტყუილად ცდილობენ ჩვენი, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ოპონენტებად წოდებული რადიკალური, დესტრუქციული ძალები ჩვეული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში იმგვარად წარმოჩენას სურათის, თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული კრიზისი. ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი, მეგობრებო, არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში გარდა იმ კრიზისებისა, რომელიც ჩამოვთვალე, ეს არის პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ.”. – განაცხადა ღარიბაშვილმა.