LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ვაპირებთ, გავხსნათ თურქეთის ბაზარი, რაც გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე

120
BeFunky-collage (8)

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს.

მისივე თქმით, მთავრობა მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის ანგარიშზე, ჯანდაცვის ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს და მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი ღონისძიებები.

„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც, ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს…

ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.

ამას გარდა ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯბესებს სიტუაციას ამ მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ – საქმე, საქმე და საქმე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები