პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელს ხელისუფლების მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია. ახლა უნდა ვიმუშაოთ – საქმე, საქმე და საქმე. მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ.
ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა. ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის ინიციატივაზე. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყოს წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაამუშავეს და იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს.
უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.