ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტს წყვეტს და სამშობლოში დაგეგმილზე ადრე ბრუნდება. ამის მიზეზი ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტაა, რომელიც თელ-ავივში ჩამოვარდა. ამ დროის მონაცემებით, შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული.
როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი ხისტი საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ისრაელი ღაზას სექტორთან უსაფრთხოების დამატებით ძალებს გზავნის.
ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასის“ წევრებს ეკისრებათ.
თელ-ავივის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ერთი კვირის წინაც ისროლეს, თუმცა მაშინ არავინ დაშავებულა. მოძრაობა „ჰამასში“ განაცხადეს, რომ რაკეტების გაშვება შემთხვევით მოხდა.
