ღაზის საავადმყოფოდან სულ მცირე 30 ნაადრევად დაბადებული ჩვილი გაიყვანეს, რომლებსაც ეგვიპტეში გადაიყვანენ.
ევაკუაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციის კიდევ რამდენიმე ოპერაციაა დაგეგმილი.