LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღაზის ცენტრში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა

312
ღაზის ცენტრი

მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში, ცოტა ხნის წინ, ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქებამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს. მათივე ინფორმაციით, ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას უარყოფენ და აცხადებენ, საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე.

„უმაღლესი ხელისუფლებისგან ახლახან მიღებული ინფორმაციით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ იყო ისრაელის ბრძანება, ჩამოვარდნილი რაკეტა იყო „ჰამასის“ რაკეტა“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალზე თავდასხმა იყო პალესტინელი მხარის მიერ გასროლილი სარაკეტო სროლისგან გამოწვეული.

„დაზვერვა მრავალი წყაროდან მიუთითებს იმაზე, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა”, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ღაზის ცენტრში, საავადმყოფოს აფეთქების გასაპროტესტებლად პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში ასობით ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან მომიტინგეები, რომლებიც სკანდირებენ:

„ხალხს პრეზიდენტის დაცემა სურს“.

პროტესტის მონაწილეები პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ომში უმოქმედებაში სდებენ ბრალს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები