“ილო ბეროშვილის ღამის შოუში“ ნიკო ქაჯაიას ახალი სიმღერის “ღიმილის ეფექტი“ პრემიერა შედგა.
ახალ სიმღერას ნიკო სატელევიზიო პროექტ ,,რანინა“-ს 2020-ის ფინალისტ მარიტა ხვედელიძესთან ერთად, დუეტში ასრულებს.
სიმღერის ავტორი მაია კაჭკაჭიშვილია, ხოლო ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ სიმღერა მსმენელს პოზიტიურ განწყობაზე აყენებს და დადებითი ემოციებს უქმნის.