LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღირსების მარშის” ორგანიზატორები შს მინისტრს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.

42
თბილისი პრაიდი

“ღირსების მარშის” ორგანიზატორები შს მინისტრს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.

აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი პარლამენტში გამართეს.

“ეს არის ტესტი მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. ვირჩევთ კონსტიტუციურ სახელმწიფოს, თუ ვირჩევთ ძალადობრივი ჯგუფებისგან მართულ საზოგადოებრივ ერთობას.” – განაცხადა ფონდის “ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორმა იდა ბახტურიძემ.

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს განმარტოს, თუ როგორ აპირებს 5 ივლისს დაგეგმილ მარშზე ადამიანთა დაცვას და ყველაფრის უსაფრთხო რეჟიმში ჩატარებას.