LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთები ალბათ ჭკუიდან იშლებიან: მარადონა კლინიკაში წასაყვანი გახდა (ფოტო, ვიდეო)

82

არგენტინა-ნიგერიის მატჩის შემდეგ, დიეგო მარადონა კლინიკაში გადაიყვანეს.
57 წლის ლეგენდა შეუძლოდ გახდა. თანმხლებმა პირებმა შეძლეს, ფეხბურთელს მაშინ მიშველებოდნენ, ვიდრე გონებას დაკარგავდა და სკამზე დაეცემოდა.
უცხოური მედია წერს, რუსმა ექიმებმა მარადონას ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და შემდეგ პროფილაქტიკური კვლევების მიზნით, ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს.

მარადონა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო – მესის გოლზე გიჟივით გაიხარა და საკუთარი გამოსახულებიანი ბანერი აჩვენა.

მოკლედ, გუშინ მთავარი გმირი მაინც მარადონა იყო და არა მესი.
თამაშის დაწყებამდე ნიგერიელ გოგონას ეცეკვა, შემდეგ კი ვიპ-ზონით ტკბებოდა.

 

ფერადი ხალიჩა გამოფინა 1990 წლის მუნდიალის მარადონას გამოსახულებით.

 

მესის გოლი უფრო გაუხარდა ვიდრე თავის დროზე საკუთარი.

სამ კაცს ეჭირა, რომ არ გადავარდნილიყო.

ის გადაიღეს, როდესაც სასაწორაკვეთლი იყო.

და ეძინა…

მაგრამ დიეგოს სჯეროდა, რომ 2:1 იქნებოდა.

ხოლო, როდესაც როხომ გაიტანა…

შაბათს ის ალბათ ყაზანში იქნება, როდესაც არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდება.

არგენტინა-ნიგერიის მატჩი არგენტინის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. თამაშის მოგება არგენტინელმა ფეხბურთელებმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით შეძლეს და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

 

თუმცა…

თავად მარადონამ უარყო საავადმყოფოში გადაყვანის ინფორმაცია:

„გაცნობებთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. მე საავადმყოფოში არ ვიმყოფები და არც ვყოფილვარ. ნიგერიასთან მატჩში კისერი ამტკივდა. ექიმმა გამსინჯა და და მეორე ტაიმის წინ შინ წასვლა მირჩია, მაგრამ დავრჩი, რადგან ეს გადამწყვეტი მატჩი იყო. როგორ შემეძლო წასვლა? გკოცნით ყველას, მადლობა მხარდაჭერისთვის“, – დაწერა მარადონამ ფეისბუქზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები