სანკტ-პეტერბურგში ცნობილი ფეხბურთელების პორტრეტების გამოფენა „ღმერთების მსგავსად“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე მისულ დამთვალიერებელს მე-19 საუკუნის სამხედრო ფორმებში გამოწყობილი დიეგო მარადონასა, ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოს და სხვა ვარსკვლავების ნახვა შეუძლიათ.
ნამუშევრების ავტორია იტალიელი ხელოვანი ფაბრიციო ბირიმბელი. მას 40-ზე მეტი ლეგენდარული ფეხბურთელის პორტრეტი აქვს დახატული.
როგორც თავად იტალიელი მხატვარი ამბობს, დღეს ფეხბურთელები საზოგადოებაში ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, როგორიც თავის დროზე სამხედრო მაღალჩინოსნები და მეფეები იყვნენ.
გამოფენა „ღმერთების მსგავსად“ რუსეთის ხელოვნების აკადემიაში მიმდინარეობს.