LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთმა არ გაგიჭირვოთ და უცებ ტუალეტში არ მოგინდეთ! – უიმედო გამოსავალი ტურისტებისთვის (ფოტოები)

1165
66774147-2436634006574053-3899584928991412224-n

ქართველი გიდი, ნუცა ცქიმანაური, რომელიც ტურისტულს მარშრუტებს უძღვება, ტურისტულ ზონებში საპირფარეშოების არარსებობის გამო წუხს. საპირფარეშოები არ მოგვეპოვება ზემო სვანეთში, ხევსურეთში, სამხრეთ საქართველოსა და სხვა ისეთ ადგილებში, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

როგორც ის ამბობს, ადგილი, სადაც ადამიანებმა ბუნებრივი მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილონ, ძირითად შემთხვევაში არის ხის ჩარჩო და თანამედროვე საპირფარეშოების მოთხოვნებს საერთოდ ვერ აკმაყოფილებს.

გთავაზობთ საპირფარეშოების ფოტოებს და გიდის მოკლე აღწერას, რომელიც ერთადერთი “გამოსავალია” ტურისტებისთვის გამოუვალ სიტუაციაში.

“უშგულის გზაზე. უშგული – ტურისტულად ყველაზე ხშირად მონახულებადი თემი ზემო სვანეთში. იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში.
6 მილიონ ტურისტს მასპინძლობს ეს ტუალეტი და მეტი რა ქნას ამ ერთმა პატარა უბორნიამ? წელს უნდა მივწეროთ იუნესკოს, რომ ამ ჩეჩმას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭოს, როგორც ხალხური მოსაქმების ხელშეუხებელ და ტრადიციულ ელემენტს” – წერს გიდი.

 

საპირფარეშო უშგულის გზაზე, პირდაპირ მდინარეში 

 

ეს კი საპირფარეშოა მუცოში

“მუცო. ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული სოფელი და ობიექტი. ყველაზე პოპულარული, აწუნთის ტრეკი აქ იწყება,ან მთავრდება. წელს სრულდება მუცოს რეაბილიტაცია. ტუალეტი? არალი. მოგზაური კაცისთვინ არავინ არალი. ტურისტები კი გვინდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იქნებ თითო საპირფარეშო მიაბათ ხოლმე რეაბილიტირებულ ძეგლებს? კულტურული საკვების მერე ბუნებრივი მოთხოვნილებაც უჩნდებათ ხოლმე ტურისტებს”, – წერს ნუცა.

 

აქ უნდა იყოს საპირფარეშოს ფოტო შატილში, მაგრამ ის უბრალოდ არაა. გიდი კი წერს:

“ყველასთვის საყვარელი ადგილი,სადაც უამრავი ტურისტი,ქართველი თუ უცხოელი მიისწრაფვის. აქ ხშირად ჩამოდიან ერთი,ორი ან მრვალი დღით. ეწყობა ე.წ. ქემფინგები,ლაშქრობები,კულტურული ტურები,რაც სოფელს აცოცხლებს და მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. შატილში რჩებიან მოგზაურები,რომლებიც გადადიან თუშეთში, ან უკვე იყვნენ და გადმოდიან, ან უბრალოდ ერთი დღით ამოდიან,რომ შატილის სილამაზით და მისი საოცარი არქიტექტურით დატკბნენ. თუმცა… ღმერთმა არ გაგიჭირვოთ და უცებ ტუალეტში არ მოგინდეთ! მაგრამ თუ მაინც მოგინდათ,რა უნდა ქნათ? სწორია,მოძებნოთ საზოგადოებრივი საპირფარეშო,რომელსაც დიდი ხნის ძებნის შემდეგ აღმოაჩენთ,რომ არ არსებობს. აი,ასე,შატილში საზ. საპირფარეშო არ არსებობს  თქვენი (და ჩემიც) ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთადერთი გზა კეთილი და გულმოწყალე მასპინძლის მოძიებაა,რომელიც ფართოდ გაგიღებთ ზეციური საპირფარეშოს კარს და იქედან თვალებგაბრწყინებული ახალი რაკურსით შეხედავთ შატილს. ეს იმ შემთხვევაში,თუ მასპინძელი გულმოწყალეა და 1-2-3 ტურისტს როგორმე აიტანს. მაგრამ თუ 10 კაცია? ვერავის დავავალდებულებთ,რომ მის სახლში არსებული საპირფარეშო საზოგადოებრივად აქციოს. არც აქვთ ამის სურვილი. ამ დროს რას შვება მუნიციპალიტეტი და ტურისტული დეპარტამენტი? დგამენ საოცარი სილამასის და ფრიად გამოსადეგ ჩარჩოს. ეჭვი ჩნდება,რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ზეციური არსებები არიან და საპირფარეშოთი არასოდეს სარგებლობენ.
#გაატარედაუვიწყარიზაფხულიშატილში #spendyoursummeringeorgia but don’t forget about toilets and bring diapers with you 
პ.ს. რას უპასუხებდით თქვენს ტურისტს,როცა გკითხავთ,რატომ დგას შარდის ან ვარესის მძაფრი სუნი შატილის კოშკებში?”

ეს ნაგებობა, ძნელია დაიჯერო რომ საპირფარეშოა, თუმცა, საჭირო დროს მოგიწევთ.

“კორშა. საზოგადოებრივი საპირფარეშო. აქ მოსაქმება დიდი გამოწვევაა. ეს ადგილი მხოლოდ იმათთვისაა, ვისაც ბავშვობაში სუპერ მარიო უთამაშია. ამ ნანატრ ადგილს რომ მიაღწიო,ჯერ უნდა ეცადო ბილიკიდან ფეხი არ ჩაგივარდეს თხრილში, არ ჩაყო ფეხი თბილ-თბილ ფუნაში, გადაურჩე ძაღლს,ასცდე ჭინჭარს და ბოლოს,თუ მიაღწევ დანიშნულების ადგილს,შეებრძოლო დრაკონს,ცალი ხელით კარი დაიჭირო და ჭუჭრუტანიდან უთვალთვალო, ვინმე გაჭირვებული არ დაგადგეს თავზე. საპირფარეშოთი სარგებლობა უფასოა.
მისამართი: სოფელი კორშა, მაღაზიის წინ” – წერს გიდი.

 

კიდევ ერთი საპირფარეშო, ლოკაცია უცნობია.

 

დაბოლოს, არ გეგონოთ, რომ ტურისტებისთვის საქართველოში საფირარეშოების მიმართულებით მდგომარეობა მხოლოდ სავალალოა. როგორც აღმოჩნდა, არსებობს ადგილები, სადაც ამ მიმართულებითაცაა ნაფიქრი. ეს საპირფარეშო სურამშია, თბილისიდან სურამისკენ მიმავალი გზიდან მარცხნივ, ზედ ზებრა გადასასვლელთან.

“იქვეა მშვენიერი კაფე star coffee გემრიელი ნამცხვრებითა და ღიმილიანი პერსონალით და რათქმაუნდა, რუსიკო ბებოს ნაზუქები. ეს სიამოვნება სულ რაღაც 50თ. დაგიჯდებათ ?ჰოდაა,სურამში თუ შეიძლება ზიზინა და პიპინა საპირფარეშო, სხვაგან რატომ არ შეიძლება? ხო არის ეს საბუთი? ფოტოში არ გამოჩნდა, ბამბუკები და სურნელოვანი ჩხირებიც კია. წლის ბოლოს,’ ვარესი’და საუკეთესო საპირფარეშოების ნომინაციაში ერთ-ერთი პირველი კანდიდატია საუკეთესოთა შორის!” – წერს ნუცა.

 

magti 5g