LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთო, როგორ მომწონდა და ჩუმად მიყვარდა… თქვენ ზეცაში იქნებით ძვირფასო ქალბატონო, რანაირად შეიძლება თქვენი გარდაცვალება…“ – დათო ლიკლიკაძე მაია გოგოლაშვილის გარდაცვალებაზე

479
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, მაია გოგოლაშვილის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი მომაჯადოებელი ხმა, გარეგნობა, ინტელექტი არავისში არ განმეორდება.

„ქუთაისში ყველა თაობის უსვეცკესი და ულამაზესი ქალი მაია გოგოლაშვილი, რომელზეც ყველა ქალაქელს ჰქონდა სწორება გარდაცვლილა. ყველა ნაღდი თბილისელი და ყველა კარგი ქუთაისელი ქალიან კაციანად ეტრფოდა მაია გოგოლაშვილს. მისი მომაჯადოებელი ხმა, გარეგნობა, ინტელექტი არავიში არ განმეორდება.

მაია გოგოლაშვილის გარდაცვალება რანაირად შეიძლებოდა? ღმერთო როგორ მომწონდა და როგორ ჩუმად მიყვარდა, ისე რომ ვერ ვუბედავდი თქმას.

მაია გოგოლაშვილი იყო ყველაზე ლამაზი და ყველაზე სვეცკი თბილისელ-ქუთაისელი ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. საქართველოში არ ვარ და რა კარგია ვერ ვნახავ მას ისეთს, როგორიც ალბათ არ უნდა მენახა.

თქვენ ზეცაში იქნებით ძვირფასო ქალბატონო, რანაირად შეიძლება თქვენი გარდაცვალება….“, – წერს დათო ლიკლიკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g