15 წლის ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და მას შემდეგ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ, დედა კვლავ სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.
„ღმერთო ყოვლის შემძლე, დამიბრუნე გთხოვ… ნეტა იცოდე დე, როგორ მჭირდები…“, – მიმართავს დაკარგულ შვილს ნათია დიაკვნიშვილი.
ალექსანდრე მიქელაძეს დედა სოციალურ ქსელში საჯარო პოსტებით არაერთხელ მიმართავს და შვილს გამოჩენას სთხოვს. ასევე მოზარდის დედა მოქალაქეებსაც მიმართავს – მხოლოდ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნონ.