LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავის გარდაცვალების გამო… მან თავისი ნიჭით და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში“ – გარდაიცვალა მოცეკვავე და მკვლევარი რაულ მამალაძე

176
რაულ მამალაძე

81 წლის ასაკში მსახიობი, მოცეკვავე, ანსამბლ „სუხიშვილების“ ოქროს თაობის სოლისტი და აკადემიკოსი რაულ მამალაძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს რაულ მამალაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

„ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მსახიობ-მოცეკვავის, საქართველოს ხელოვნების ამაგდარის, სუხიშვილების ლეგენდარული ანსამბლის ოქროს თაობის სოლისტისა (1967-1973 წლები) და სარეკლამო სახის, შემდგომში ქართული ენის, ქართული ანბანის ფენომენის, იბერიული კულტურის მკვლევრის, ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის რაულ მამალაძის (1945-2026) გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას.

პანაშვიდი: 26-27-28 აგვისტოს, 17:00-21:00 სთ. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა, 6ა (რიტუალების სახლი, მე-2 სართული, ოთახი 1). დაკრძალვა 29 აგვისტოს, 14:00 საათზე“, – წერია სამძიმრის წერილში.

რაულ მამალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მისი შვილი, ნინო მამალაძეც.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, ბატონი რაულ მამალაძის გარდაცვალების გამო. ბატონმა რაულმა თავისი ნიჭითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში. 1975 წელს მან ამერიკის კონტინენტისა და საბჭოთა კავშირის ფოტოკონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად ქართულ ქორეოგრაფიულ საზოგადოებას!“ – წერს ქორეოგრაფი ავთანდილ ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები