ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი ღრმად არის შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციით და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით.
„ვგმობ ისრაელზე და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას“ – ირაკლი ღარიბაშვილი
მისი თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართველო სრულად სოლიდარულია ისრაელის მიმართ ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი თანამედროვე სამყაროში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაიჭრა.
Deeply concerned with the recent escalation in ?? and the loss of innocent human lives. ?? stands in full solidarity with the State of Israel in these difficult moments.
Terror and inhumanity should have no place in our modern world.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 7, 2023