LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვარცოფის გამოსვლის შედეგად მდინარე ჭანჭახის ხეობაში გაჩენილმა დროებითმა პატარა ტბამ მხოლოდ ორი დღე იარსება“ – გლაციოლოგი ლევან ტიელიძე შოვის სტიქიის შემდგომ სატელიტურ გამოსახულებებს ავრცელებს

485
Untitled design

გეოგრაფი, გლაციოლოგი ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში შოვში მომხდარი სტიქიის შემდგომ სატელიტურ გამოსახულებებს ავრცელებს.

გლაციოლოგი ლევან ტიელიძე: „უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“

ლევან ტიელიძის თქმით, ფოტოებზე აღბეჭდილია ღვარცოფის გამოსვლის შედეგად მდინარე ჭანჭახის ხეობაში გაჩენილი დროებითი პატარა ტბა, რომელმაც მხოლოდ ორი დღე იარსება:

„ბრიტანელი და კანადელი კოლეგების დახმარებით გიზიარებთ Maxar WorldView-3 მაღალი რეზოლუციის, სტიქიის შემდგომ სატელიტურ გამოსახულებებს (08/08/23).

სურათებზე კარგად ჩანს ღვარცოფის გამოსვლის შედეგად მდინარე ჭანჭახის ხეობაში გაჩენილი დროებითი პატარა ტბა, რომელმაც მხოლოდ ორი დღე იარსება (ამჟამად უკვე დაცლილია).

ზოგიერთ შემთხვევაში გლაცილური ღვარცოფების შემდგომ ასეთი ტბების დაგროვება რამდენიმე დღეც გრძელდება, ხოლო შემდეგ მათი გარღვევა კიდევ უფრო მასშტაბურ კატასტროფებს იწვევს.

ტბის შეგუბება ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად დამოკიდებულია ღვარცოფულ ნაკადში ნაშალი მასალის რაოდენობაზეც.

რა ვიცით კავკასიონის მყინვარების ნაშალ მასალაზე? მყინვარების დნობის და ფართობის შემცირების პარალელურად (მაგრამ საპირისპიროდ) კავკასიონზე ნაშალი მასალის რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება.

მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ 1986 წელს კავკასიონის მყინვარების ზედაპირის მხოლოდ 7% იყო დაფარული ნაშალი მასალით, ეს მაჩვენებელი 2014 წლისთვის უკვე 13%-მდე იყო გაზრდილი. ცნობისთვის, იგივე პერიოდში მყინვარების ფართობი 16%-ით შემცირდა.

ნაშალი მასალის მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩრდილოეთ ფერდობზე. პროცენტულად მყინვარული ნაშალი მასალის ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება აღმოსავლეთ კავკასიონზე. სხვა დანარჩენი საინტერესო შედეგებით ეს კვლევა გამოვაქვეყნეთ 2020 წელს ჟურნალში The Cryosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე – https://tc.copernicus.org/…/14/585/2020/tc-14-585-2020.html “, – წერს ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში.

 

❄️ბრიტანელი და კანადელი კოლეგების დახმარებით გიზიარებთ Maxar WorldView-3 მაღალი რეზოლუციის, სტიქიის შემდგომ სატელიტურ…

Posted by Levan Tielidze on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

„ეს არის მყინვარი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შოვის სტიქია დაიწყო.. მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას გვიჩვენებს“ – რა ფოტოებს ავრცელებს გლაციოლოგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g