მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილმა განცხადებით, აქამდე 120 ათას ლარიანი ოპერაციიდან სახელმწიფო მხოლოდ 70 ათას ლარს ანაზღაურებდა.
აღნიშნულის თაობაზე აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა:
„ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 ათასი ლარით. მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ.
ხშირად ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები.
ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან, სრულად სახელმწიფო დაფარავს“.– განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.