გიორგი გილიგაშვილის და, ნუცა გილიგაშვილი მედიაში მისი ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ყურადღებისთვის მადლობას უხდის.
ნუცა წერს, რომ მისმა ძმამ ყველაზე რთული ეტაპი უკვე გაიარა და დარწმუნებულია, რომ სიმსივნეს საბოლოოდ დაამარცხებს.
“მეგობრებო, ბევრი მწერთ და აქ გიპასუხებთ.
ღვთის წყალობით, გიორგიმ გაიკეთა ოპერაცია და ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ კარგად
დაგვრჩა შემდეგი ეტაპი სხივური თერაპია, რომელსაც ამ დღეებში გაიკეთებს და საბოლოოდ დავამარცხებთ სიმსივნეს.
ძალიან დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის,დალოცვისთვის.
ყველას ჯანმრთელობას და უფრო მეტ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ გისურვებთ”, – წერს გიორგი გილიგაშვილის და.
ცნობისთვის, გიორგი გილიგაშვილმა მძიმე დიაგნოზის შესახებ “პრაიმტაიმთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სიმსივნის საბოლოოდ დასამარცხებლად, სხივურ თერაპიას რამდენიმე დღეში დაიწყებს.