მსახიობისა და პაროდისტის, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების გამო მისი მეგობრები და კოლეგები მწუხარებას გამოთქვამენ და მსახიობს საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური მიმართვებით ემშვიდობებიან.
„ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს“ – მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა
ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს მისი მეგობარი, მუსიკოსი გია ბაღაშვილი და სოციალურ ქსელში წერს:
„აღარ გვყავს ჩვენი ალეკო! ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენი ლეწე! სითბოთი, სიკეთით, იუმორით სავსე კაცი… გვერდში მდგომი, გულიანი… გულმა ვეღარ გაუძლო სწორედ… ენა არ მიბრუნდება, მასზე წარსულ დროში რომ ვსაუბრობ… ეს სიცოცხლით სავსე კაცი, რომელიც სულ იმაზე იყო მომართული, სხვას შეხიდებოდა, ღიმილი ეჩუქებინა, სირთულე შეემსუბუქებინა…
მთელი ჩვენი დიდი შემოქმედებითი ოჯახი შეძრულია ალეკოს დაკარგვით… ვუსამძიმრებ ალეკო თეთრაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს… გისამძიმრებთ თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, ვისთვისაც ალეკოს პიროვნება, მისი ხალასი ნიჭი და შემოქმედება ახლობელი და ძვირფასი იყო!“, – წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.
აღარ გვყავს ჩვენი ალეკო! 💔 ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენი ლეწე! სითბოთი, სიკეთით, იუმორით სავსე კაცი… გვერდში მდგომი,…
Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025
ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. არსებული ინფორმაციითვე, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემაა.