„მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ რეფორმაზე, რომელიც ჩვენს პარტიას შესთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რომლის მთავარი ამოცანა და მიზანი არის პარტიის ბევრად უფრო მეტად დაახლოება საზოგადოებასთან, ხალხთან, ჩვენს წევრებთან“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, აღნიშნული რეფორმის მიზანია, ყველას ჰქონდეს საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს პარტიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, ცდილობს, რომ სწორედ უშუალოდ საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ, როდესაც ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე, მივიღეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგალითად პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით.
„მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, ეს მაძლიერებს… გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან ჩვენი პარტიაა რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფლაგმანი“ – თინა ბოკუჩავა
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმაურება და მადლობას უხდის ნდობისთვის, რადგან ეს მას აძლიერებს.
ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ამ სისტემის გამოყენებით ჩვენმა საზოგადოებამ წელიწადში რამდენჯერმე მიიღოს გადაწყვეტილებები პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიისთვის.
ასევე, როდესაც ამის დრო დადგება და იქნება მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ჩვენმა წევრებმა პარტიული სიების დაკომპლექტებაში მონაწილეობა მიიღონ.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ნაცმოს“ მხრიდან იმისა, რომ მაგალითი ვაჩვენოთ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, როგორი უნდა იყოს პარტია, როგორ უშუალოდ იმართებოდეს არა მარტო ორპარტიული წესდებით განსაზღვრული ხელმძღვანელობის მიერ, არამედ მისი ნამდვილი წევრებისგან.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორი უნდა იყოს პარტია. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც ისტორიულად ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი ძალა“. – განაცხადა გია ბარამიძემ.