გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, „ქართული ოცნება“ როდესაც დამარცხდება, ყველა პარტია არჩევანის წინაშე დადგება, დავდგეთ ერთად თუ ისევ რუსულ რეჟიმს შევუქმნათ უმრავლესობა,
„რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. მათთან ერთად ამ საკრებულოებში კოალიციები გვაქვს. გახარიას პარტია თუ თვლის, რომ ჩვენ გამოგვიყენეს, როცა ვჭირდებოდით, ჩვენ ვთქვით, რომ ვითარება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად გამოვიყენეთ“, – განაცხადა გია ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.