LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ჯაფარიძე: „26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ, მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“

157
გია ჯაფარიძე

„გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა“, – ამ განცხადებით „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას გამოეხმაურა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 9 ნაბიჯს ასრულებდეს, „ქართული ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს:

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა და ვინ არა“ – შესარჩევი კომისიის შეფასებით, წიქარიშვილის დანიშვნის გაუქმებით სასამართლო კონსტიტუციას უხეშად არღვევს

„ევროპის კავშირი სხვა არაფერია თუ არა კონსტიტუციონალიზმი, კანონის უზენაესობა, გადანაწილება ხელისუფლების შტოებად.

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა.

„ქართული ოცნება“ დიდი ხანია გასულია საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ასრულებდეს ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 9 ნაბიჯს, „ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზას ადგეს, ის კიდევ ერთ დაბრკოლებას აჩენს ამ გზაზე. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

როგორ ეხმაურებიან იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებას: „ამ გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ კონსტიტუცია გააუქმა, რათა კლანი იყოს კომფორტში“

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა როგორც კახა წიქარიშვილის სასამართლოში დანიშვნაზე განკარგულება, ასევე, პრეზიდენტს აეკრძალა 5 თვით ახალი კანდიდატის დანიშვნაც.

26 ოქტომბერს ჩვენ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც ჩვენ გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.” – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 ივლისის გადაწყვეტილებით, შეჩერდა როგორც კახა წიქარიშვილის სასამართლოში დანიშვნაზე განკარგულება, ასევე, პრეზიდენტს აეკრძალა 5 თვით ახალი კანდიდატის დანიშვნაც.

magti 5g