LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „ამ ვითარებაში, წინაპირობების გარეშე ხელისუფალთან ყოველგვარი დებატები მინიმუმ დიდი სიბრიყვე და მებრძოლი ახალგაზრდობის შეურაცხყოფაა“

257
გია ხუხაშვილი

„ამ ვითარებაში, წინაპირობების გარეშე ხელისუფალთან ყოველგვარი დებატები მინიმუმ დიდი სიბრიყვე და მებრძოლი ახალგაზრდობის შეურაცხყოფაა“, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით წერს.

მიხეილ ჯანელიძე და თინათინ ხიდაშელი საქართველოს პირველ არხზე ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილთან დისკუსიას დათანხმდნენ

„მინიმალური წინაპირობა უნდა იყოს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის უპირობო განთავისუფლება და მოძალადე “სამართალდამცავების” დასჯა.

ხელისუფლება არც აპირებს რეალურ დისკუსიას. მას სჭირდება უბრალოდ „დიალოგის” სურათის ჩვენება, შემდგომი უტიფარი კომენტარებით, რომ “ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს”.

ვადასტურებ ჩემს პატივისცემას თინა ხიდაშელის მიმართ და ვურჩევ, რომ თუ მივა, მხოლოდ ამ პირობის შესრულების საჯარო დაპირების შემდეგ ჩაერთოს ამ ჩემის აზრით უაზრო საუბრებში.“ – წერს გია ხუხაშვილი.

მიხეილ ჯანელიძე: „მე არავის სახელით არ ვსაუბრობ, არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ჯგუფს, არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს – საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია, ადამიანებთან მივიტანო პროტესტი“

თინა ხიდაშელი: „ფორმატი არის ერთი – ერთი-ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ. სულ ეს არის. ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g