LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „ივანიშვილმა ღმერთსაც კი „გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს იძულებითი ნაბიჯია, კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული – სია კატასტროფულად სუსტია, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ“

135
გია ხუხაშვილი „ოცნების“ სიაზე

„[ბიძინა ივანიშვილმა] ღმერთსაც კი „გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს იძულებითი ნაბიჯია, ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული“, – ამ განცხადებით პოლიტიკის ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ სიის ოცეული შეაფასა.

მისი მოსაზრებით, სია „კატასტროფულად სუსტია“ და მმართველი გუნდი „ორი კინკილა სპორტსმენის იმედზეა“.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელებას აქვს რაციონალური და ირაციონალური ახსნა:

„რაციონალური ახსნა ისაა, რომ მას არ აქვს რეალურად არჩევნებში გამარჯვების იმედი. შესაბამისად, მას შეიძლება მოუწიოს ვინმესთან კოალიციის შექმნა და აქედან გამომდინარე, ამ მოლაპარაკებებში მისთვის მნიშვნელოვანია მოქმედებების სრული დიაპაზონი ჰქონდეს. მას შეიძლება მოუწიოს ორი ირაკლის ჩარეცხვა და ეს იყოს ერთ-ერთი პირობა პოსტსაარჩევნოდ კოალიციის შექმნის.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა

ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პარტიის 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენენ.

პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობაში მას ხელ-ფეხი გახსნილი უნდა ჰქონდეს. მას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების კომფორტი. პირველ ნომრად სხვა თუ დასახელდებოდა, ბუნებრივია, მანევრს მოუკლავდა, იმიტომ რომ ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელიც მოლაპარაკებებს ან კობახიძესთან ან ღარიბაშვილთან გამართავდა. ეს არის რაციონალური ახსნა.

„ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე

გარდა ამისა, მას ესმის, რომ სჭირდება პოლიტიკური იმუნიტეტი და გარკვეულწილად საკუთარი როლის სრულ ლეგალიზაციას ახდენს, იმიტომ, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გარკვეული შფოთვები აქვს. ეს ირაციონალური ახსნაა, რომელიც ასევე სევდიანი ისტორიაცაა, მესამედ მოსვლის ისტორია.

პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთსაც კი „გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა. ეს იძულებითი ნაბიჯია, ეს არ არის მისთვის კომფორტული ქმედება. მე ვფიქრობ, რომ მას პრეტენზია იმუნიტეტის შესაძენად, სამომავლოდ უფრო პრეზიდენტობაზე ექნება.

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ხალხმა იცის რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან

პრეზიდენტის სტატუსი და მისი კონსტიტუციური ფორმატი მისთვის კომფორტულია – გაძლევს იმუნიტეტს და სულაც არ არის ვალდებული კაბინეტში იჯდეს და 24 საათი იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული.

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თითოეული ჩვენი მოქალაქის მთავარი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა

რაც შეეხება სიას, სია კატასტროფულად სუსტია. გასაგებია, რომ მას სჭირდება ღილაკზე თითის დამჭერები. პოლიტიკური ნება არავის რომ არ გააჩნია, მარტივად იკითხება. პრობლემა ისაა, რომ ცნობად სახეებს მაინც არჩევდნენ სხვადასხვა სფეროდან, როგორც ჩანს, ძალიან დაკნინდა ამ მხრივ, არავინ დაეთანხმა და ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ. შესაბამისად, სია ძალიან სუსტია.

ლაშა ტალახაძე: „გადავწყვიტე, ისეთ გუნდს დავუდგე გვერდით, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპაში ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს“

აღნიშნულით ძალოსანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ყოფნა და მმართველ გუნდთან ერთად, პოლიტიკაში წასვლა.

გარდა ამისა, რატომ 20-კაციანი სია, მათ ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე აქვთ პრეტენზია?! რატომ არაა 50-კაციანი? ეს მეტყველებს, რომ მაინცდამაინც დიდი იმედი იმის, რომ გრძელი სიით შევლენ პარლამენტში თვითონაც არ აქვთ“. – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას – მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

ცნობისთვის, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ გუშინ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g