LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „ოპოზიციას კარგად არ აქვს გააზრებული, რა უნდა გააკეთოს, „ქართული ოცნება“ კი სტაბილურობისთვის, ალბათ, დაიწყებს „ბარტყების“ გადმოყრას და „რუსულ კანონს“ დათმობს“

184
გია ხუხაშვილი

„ახლა დრო არ მუშაობს ოპოზიციაზე. ისინი ხვდებიან, რომ რაღაც სწრაფად უნდა გააკეთონ, მაგრამ მეჩვენება, რომ რა უნდა გააკეთონ, ეს მაინც და მაინც კარგად არ აქვთ გააზრებული და საკმაოდ რთულ პროცესში არიან. ბუნებრივია, ხელისუფლება ამით სარგებლობს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც ხმების დაცვის მიზნით ოპოზიციის ნაბიჯები შეაფასა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ოპოზიციას პრობლემა აქვს, რადგანაც ასეთ ვითარებაში, როდესაც მათი შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია იგივე ხალხის ნდობასთან დაკავშირებით, გეგმის დადება პრობლემატურია.

„შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი… იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“ – ნიკა მელია

„პრობლემატურია იმიტომ, რომ ასე ადვილია დაძახება, „მოდით, პერმანენტული პროტესტი დავიწყოთ“, მაგრამ მეორეა, რამდენად დამაჯერებელია შენი გეგმა იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოში მუდმივად ვართ დიდი იმედების შექმნის და მერე იმედგაცრუების ციკლში.

შესაბამისად, ამ პროტესტზე საზოგადოების აყოლება საკმაოდ ძნელია იმიტომ, რომ ხშირად ეს პროტესტი არაფრით მთავრდება და ეს სკეპტიციზმი საკმაოდ ძლიერია, მით უმეტეს როდესაც კონკრეტული დამაჯერებელი გეგმა არ ჩანს, რომელიც აუცილებლად შედეგამდე მიგიყვანს.

ასე რომ, ახლა დრო არ მუშაობს ოპოზიციაზე. ისინი ხვდებიან, რომ სწრაფად რაღაც უნდა გააკეთონ, მაგრამ მე მეჩვენება, რომ რა უნდა გააკეთონ, ეს მაინც და მაინც კარგად არ აქვთ გააზრებული და საკმაოდ რთულ პროცესში არიან. ბუნებრივია, ხელისუფლება ამით სარგებლობს“. – განაცხადა ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g