LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ – საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, სადაც ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იყოს რეალიზებული

105
გია ხუხაშვილი

საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როცა სუს-იდან დაუკავშირდნენ, ეს ინფორმაცია თავად არ გააჟღერა, რადგან სურდა, რომ „წყნარად მისულიყო და გაესაუბრა“, თუმცა „ინფორმაციამ უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა“, რაც ხუხაშვილის შეფასებით, არასწორია.

„საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის შფოთი, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვება, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ვფიქრობ, რომ საქმე პირიქით არის – ჯობია, რომ ჩვენ ცოტა შევშფოთდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამ თემაში ვერ შევთანხმდით, დანარჩენი კონსტრუქციული საუბრები იყო.

რითაც გამოწვეული იყო ჩემი გარკვეული გაღიზიანება იყო ის, რომ მე როცა დამიკავშირდნენ სუს-იდან, ეს ინფორმაცია არ გამიჟღერებია, რადგან მინდოდა, წყნარად მოვსულიყავი და გამესაუბრა, მაგრამ რატომღაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. ეს ინფორმაცია მე არ გამივრცელებია, შესაბამისად გაჟონვა მოხდა თვითონ უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მისი საჯარო განცხადებები იმას ემსახურება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რომელზეც საუბარია.

„[ბრალდებები] ეფუძნება იმას, რომ თუ არალეგალური რეექსპორტის სქემები მუშაობს საქართველოში, რაც ხელისუფლების მფარველობის გარეშე შეუძლებელია.

საფრთხეები არის განცხადებებიდანაც, მაგრამ უფრო დიდი საფრთხეები არის ის, რაც ამ ომის ფონზეა მოსალოდნელი. შესაბამისად, იდეალური არაფერი არ არის. ორ ბოროტებას შორის ნაკლები უნდა აირჩიო. ჩემი საჯარო განცხადებები ზუსტად იმას ემსახურება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რომელზეც მეც ვსაუბრობ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g