ფილოლოგი, ცნობილი მასწავლებელი, გია მურღულია სოციალურ ქსელში კეთილი საქციელისა და მისი მნიშვნელობის შესახებ წერს:
„როცა ვინმეს სიკეთეს უკეთებ, ჯერ შენთვისაა და შემდეგ – სხვისთვის.
ორივეზე უწინარეს კი, მისთვის, ვინც ყველაფერს სახელებს არქმევს – უხარია, როდესაც მის სახეს არ კარგავ.
ასე ერთდებიან კეთილ საქციელში “მე”, “შენ” და დამბადებელი.
ყოველ დილას მზე ამისთვის ამოდის“.