LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: საზოგადოებამ არ უნდა გადაიხადოს მავანთა აღქმებსა და სურვილებზე დაფუძნებული, ხალხისა და სახელმწიფოსთვის სახიფათო ქცევათა ფასი

141
2025-03-13_18-26-19_159319

გია მურღულია სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეალობის შესახებ ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც ფაქტისა და აღქმის განსხვავებაზე საუბრობს.

„ფაქტი“ არის ის, რაც ობიექტურია – ნამდვილად მოხდა ან უეჭველად მოხდება.

გონიერი ადამიანები მსჯელობისა და მოქმედებისას მის ბუნებას ითვალისწინებენ, რადგან რეალობა ფაქტებით აისახება და ფასდება.

“აღქმა” არის ის, რაც სუბიექტურია, ხშირად მცდარია, არარეალურია, სურვილს ექვემდებარება – მისი ბუნება არამდგრადია და არსებითად ორ კატეგორიას ხიბლავს – ძალიან ემოციურ ან მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედ ადამიანებს.

ის, ვინც ფაქტებს აღქმებით ანაცვლებს, რეალობას მოწყვეტილია, მუდმივი მარცხისთვისა და იმედგაცრუებისთვის არის განწირული.

ცოდვაა და შესაბრალისია ასეთი კაცი, სანამ – თავისი აღქმების გადამკიდე – კანონს მძიმედ არ დაარღვევს.

საზოგადოებამ არ უნდა გადაიხადოს მავანთა აღქმებსა და სურვილებზე დაფუძნებული, ხალხისა და სახელმწიფოსთვის სახიფათო ქცევათა ფასი.

“მე ასე ვფიქრობდი”, “მე ასე მეგონა” და “მე ასე მეჩვენებოდა” ბოდიშის მოხდით განეიტრალდება, თუ , მოქმედებაში გარდასახულმა, სიკეთე, სამართლიანობა და უსაფრთხოება არსებითად არ დააზიანა.

საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრება უმწიფართა, უპასუხისმგებლოთა, უვიცთა და ბოროტმოქმედთა საექსპერიმენტო მოედანი არ არის.

დაგვიანებული აღიარება ან მიხვედრა (“ეს რა გააკეთეს?!”, “კარგად ვერ გავთვალეთ”, “ამათ როგორ დავუჯერეთ?!”, “გეგმა არ გვქონდა”, “არ ვიცოდით, თუ ძალადობაში ჩაგვრთავდნენ”, “ვაღიარებთ, რომ მოვტყუვდით”, “გონიერ ხალხს არ ალაპარაკებდნენ”, “ერთიანობას ვერ მივაღწიეთ”, “ნაკლებად ორგანიზებულნი ვიყავით”, “პასუხისმგებლობა არავინ აიღო”, “გადაწყვეტილებებს გაუმართლებლად ვიღებდით და ვცვლიდით”, “შევცდით, როცა გვეგონა, რომ სახელმწიფო ჩამოიქცეოდა”… ) საქმეს ვერ შველის და არც პასუხისმგებლობას აბათილებს.

ისტორია მკაცრად ადასტურებს, რომ სულ ბოლოს, როგორც გარდაუვალი წესი, ჩვეულებრივი, ბანალური ფაქტები იმარჯვებენ სუბიექტურ და არარეალურ აღქმებზე.

პოლიტიკას (ზოგადად – რაციონალურ ცხოვრებას) არ უყვარს ასეთი სიმღერა:

“ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, მე შროშანი მეგონაო…”

ვისაც არამართებულად “ჰგონია” – ცდება.

ვინც მას ბრმად მიჰყვება, ის – უფრო მეტად”, – წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g