LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელი: „ეს ადამიანები თავს მიიჩნევენ პატრიოტებად და სამშობლოს დამცველებად და ვერ წარმოუდგენიათ, რაოდენ დიდ ზარალს აყენებენ ჩემს ქვეყანას…“

70

გია ყანჩელი: „ეს ადამიანები თავს მიიჩნევენ პატრიოტებად და სამშობლოს დამცველებად და ვერ წარმოუდგენიათ, რაოდენ დიდ ზარალს აყენებენ ჩემს ქვეყანას…“
ნაწყვეტი თეონა ჯორბენაძის ფილმიდან, „ვერცხლისფერი მზე“, (ინტერვიუ ჩაწერილია 2018 წლის 3 აპრილს, ჰამბურგში), სადაც გია ყანჩელი ახალ აღმოცენებული „ქართული მარშის“ ქმედებებს აფასებს:

„რელიგიური ფანატიზმი, ნაციონალური ფანატიზმი, შენი ხალხის, შენი ქვეყნის დაყენება რაღაც განსაკუთრებულ საფეხურზე და ქედმაღლური დამოკიდებულება სხვა ხალხების მიმართ… ამის გამოვლინებები საქართველოში, სამწუხაროდ, გრძელდება… ასე დაიწყო ფაშიზმის ჩასახვა გერმანიაში 30-იან წლებში… კადრები, რომლებსაც ვხედავ ანტვერპენში, სადაც ქართული არხები მაქვს ჩემთვის გაუგებარი ამბავია. ეს ადამიანები თავიანთ თავს თვლიან პატრიოტებად და სამშობლოს დამცველებად, ამ დროს ვერ წარმოუდგენიათ, რაოდენ დიდ ზარალს აყენებენ ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს…“

ვიდეო: Conceptart

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები