LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებაზე ზეწოლის შესახებ : ივანიშვილი პირადად ხელმძღვანელობს ამ უკანონო ქმედებებს

51

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ქმედებები ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათზე, მათი ოჯახის წევრებსა და გარემოცვაზე  პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი არაფერს არ წყვეტს და ხალხი პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს.  ივანიშვილს, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს ამ უკანონო ქმედებებს.

ეს არის კატასტროფული ვითარება, ქვეყანაზე ზრუნვის მაგივრად ეს ხალხი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდის. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლებას წერტილი უნდა დავუსვათ,”-აღნიშნავს ბოკერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები