LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: ყველა ილუზია ივანიშვილის რეჟიმთან მცდელობისა, რომ მოდი ხვალ ვცადოთ, იქნებ გამოვიდეს რამე, არის არამარტო კონტრპროდუქტიული, არამედ აძლიერებს ამ რეჟიმს

48
275613318_351233133601837_8983479137333003282_n

„თუ მოხდება საოცრება და ჩვენ ყველანი, სკეპტიკოსები შევცდით, რაც მომხდარა ისტორიაში და ეს რეჟიმი სხვა და სხვა ფაქტორების გამო გამოიჩენს და სავლე პავლედ იქცევა ან დაიძვრება ამისკენ, მაშინ უნდა ვირეაგიროთ, მაგრამ სანამ ჩვენ ვხედავთ სრულიად საპირისპირო ქმედებებს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველასთვის ცნობილია, პირადად ჩემი, „ევროპული საქართველოს“ დამოკიდებულება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ და მისი გამოსვლის შინაარსის მიმართ ისევე როგორც იმ სრულიად არაადეკვატური რეაქციის მიმართ, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ამაზე ჰქონდა. ახლა კი არა ადრეც, ნაციონალურ მოძრაობასაც სანამ გაირკვეოდა რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, ლელოს განსაკუთრებით ახლა, ეს არის უპასუხისმგებლობა და ინფანტილიზმი, იმის არ შეფასება საღად, რასაც ზურაბიშვილი აკეთებს, ზოგადად რაც გააკეთა, მაგრამ დღევანდელი რეაქცია, რომელიც გუშინ დაიწყო და გრძელდება, აუცილებლად საჭიროებს შეფასებას, იმიტომ რომ ახალ და ახალ ხარისხს იპყრობს ჩვენი ინტერესების მოღალატე ივანიშვილის რეჟიმი. ის, რომ ბედავენ და საუბრობენ იმაზე, რომ რაც გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა ანტიკონსტიტუციურია, შეიძლება იყოს იმპიჩმენტის საფუძველიო და სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, რომ თურმე მათი ვერსიით ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიერ მოსაზრების გამოთქმა რაღაც საკითხზე ან უცხოეთში წასვლა, შეხვედრის ჩატარება ან უკრაინის წარმომადგენლის შეყვანა პარლამენტის დარბაზში კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო, ამაზე სერიოზულად მსჯელობენ. ეს სამარცხვინო ადამიანი ღარიბაშვილი, კითხვაზე თუ რატომ დაბლოკა ფინანსურად პრეზიდენტის ვიზიტი უცხოეთში ქვეყნისთვის ასეთ დროს, როცა საგარეო აქტიურობა მნიშვნელოვანია, გვპასუხობს, რომ მთავარსარდალი აქ უნდა ყოფილიყო, ადგილზე გვჭირდებოდაო. თავისთავად დაცინვაა, რომ ამ დისკუსიაში ვართ, ოღონდ თვითონ მას შეამჩნიეთ რომ ხუმრობდა?! – მე ვერ შევამჩნიე, სერიოზულად იხილავს ამას პროპაგანდა.

თან იძახიან, რომ პრეზიდენტი არაფერს არ წარმოადგენსო, ჩვენი კონსტიტუციით ლაპარაკის უფლებაც არ აქვსო და თან აქ იყო მთავარსარდალი საჭიროო, დაძაბული ვითარებააო, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ. ეს არის ის, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება. ეს არის ივანიშვილის ამოცანა, ისევე როგორც ბევრად მაღალ ხარისხში პუტინის ნაირი რეჟიმების პროპაგანდისა.

აი ეს მორევი, არა თუ არალოგიკური, არამედ აბსურდული საკითხების დახვევებისა და დისკუსიისა ამაზე. ამიტომ მინდა ყველას ჩვენი პოზიცია, საზოგადოებას, ჩვენ პარტნიორებს, კონკურენტებს, ოპონენტებს ბევრს საკითხში მოვუწოდო რომ ყველა ილუზია ასეთ რეჟიმთან მცდელობისა, რომ მოდი ხვალ ვცადოთ, იქნებ გამოვიდეს რამე, არის არამარტო კონტრპროდუქტიული, არამედ აძლიერებს ამ რეჟიმს. თუ მოხდება საოცრება და ჩვენ ყველანი, სკეპტიკოსები შევცდით, რაც მომხდარა ისტორიაში და ეს რეჟიმი სხვა და სხვა ფაქტორების გამო გამოიჩენს და სავლე პავლედ იქცევა ან დაიძრება ამისკენ, მაშინ უნდა ვირეაგიროთ, მაგრამ სანამ ჩვენ ვხედავთ სრულიად საპირისპირო ქმედებებს, ერთადერთი ლეგიტიმური ამბავი, რაც უნდა გააკეთოს ყველა საღი აზრის მქონე, პატრიოტმა, პოლიტიკურმა პარტიამ არის ამ რეჟიმის იზოლაცია და არ დაშვება იმის, რომ დეკორაციად იქცეს სადმე, ქვეყნის შიგნით ხალხის თვალში ან საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის ინტერესების მქონე მოღალატე ადამიანების, რომლებიც თავს გვახვევენ აბსურდულ დისკუსიებს, პოლიტიკურ მარაზმს, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ღალატი შეფუთონ ამ ბოდვის ნიაღვრით, რაც დღეს ივანიშვილის რეჟიმის სპიკერებისგან მოვისმინეთ.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g