„ერთობლიობაში, ეს კონკრეტული პარტიები, რომლებიც ხან გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში “ოცნების” ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრის დროს განაცხადა.
გიგა ფარულავას სიტყვებით, „პარტია „გახარია საქართველოსთვის” „ნაცებთან“, „ახლებთან“ თუ „ნაციონალური მოძრაობის” სხვა განაყოფებთან არავითარ გაერთიანებას არც განიხილავდნენ და არც მომავალში განიხილავენ“.
„ნაცებთან“, „ახლებთან” თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა განაყოფებთან არავითარ გაერთიანებას არც განვიხილავდით და არც მომავალში განვიხილავთ. ვიდრე თავიანთ გეგმებს წარუდგენენ საზოგადოებას, გვარამიამ და მისმა პარტიამ უნდა აუხსნან, 2024 წლის არჩევნების დროს, როგორ მიიღეს ათეულობით მილიონი საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის. ასევე, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ მოხდა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
ამ კონკრეტულმა ბოიკოტმა დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები თვითმმართველობის არჩევნებზე. ასევე, აუხსნან როგორ და რატომ გააკეთეს 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის პროვოკაცია, როდესაც ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს მათ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების შეცვლა შეეძლოთ. ამით კიდევ ერთხელ დააზიანეს ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები.
ერთობლიობაში, ეს კონკრეტული პარტიები, რომლებიც ხან გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში “ოცნების” ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ არანაირი საერთო არ გვაქვს ამ კონკრეტულ პარტიებთან: 4 ოქტომბრის სცენარის შემოქმედებთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის განაყოფებთან”, – თქვა გიგა ფარულავამ.
