LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ფარულავა: თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა

142
გიგა ფარულავა

თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება არის სპეციალური ღონისძიება მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების რეფორმის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება აბსურდია.

„იმდენად ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ, არც სასაცილოა, არც სატირალი – განათლების რეფორმას ხელისუფლება ატარებს დაჩქარებული წესით, ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს? გუშინ შემოიტანეს, დღეს კი დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ და დამტკიცდეს. ვამბობთ: წარმოადგინეთ კვლევები, რას ემყარება, ვინ ჩაატარე ეს კონკრეტული კვლევა, რომლის საფუძველზეც განათლების რეფორმის დაჩქარებული წესით მიღება ხდება. ეს კვლევები ჩვენ არ გვინახავს… რაც შეეხება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას, ეს არის სპეციალური ღონისძიება იმისკენ მიმართული, რომ მოხდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა. ამ საკითხებს განათლების რეფორმასთან სხვა კავშირი არ აქვს”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

„შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს“ – თსუ-ს პროფესორების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამასთან, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

ნინო წილოსანი: „სტუდენტები, ალბათ, უნივერსიტეტების გაერთიანებით ყველაზე მოგებული და გახარებული აღმოჩნდებიან, რადგან დიპლომებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მიიღებენ“

თაზო დათუნაშვილი: „ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქმნება, ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი, ცალსახად, სავალალო მდგომარეობაში იყო საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით და ახლა ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს“

magti 5g