LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი ციხიდან გამოვიდა – რას წერს ის სოციალურ ქსელში

362
77149087-10218127981763994-4794753063774584832-n (1)

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი თავისუფალია. მან გორის ციხე წუხელ გვაინ ღამით დაიწყო. მაქარაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

შეგახსენებთ, აქტივისტი პოლიციამ 18 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის დაშლისას დააკავეს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა მას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადა სწორედ წუხელ ამოიწურა.

იცით რა ხდება ჩემს პატარა საკანში? - გიგა მაქარაშვილის წერილი იზოლატორიდან

მოძრაობა #სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერი 18 ნოემბერს აქციის დარბევისას პოლიციამ დააკავა. მოსამართლემ მას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

აქტივისტები და მხარდამჭერები მაქარაშვილს საქართველოს ჰიმნითა და სიმღერით „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ დახვდნენ.

მანამდე აქტივისტმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც წერდა, რომ სრულიად უცხო ადამიანები მას საკვებს, წიგნებს და თბილ ტანსაცმელს უგზავნიდნენ. მაქარაშვილი წერილში თანამოაზრეებს გამხნევებისკენ მოუწოდებდა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები