„ანრი ოხანაშვილი ახლა მინისტრი რომ იქნება ზოოპარკზე უარესია, მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს. უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
უგულავას განცხადებით, პარლამენტი ვოლიერად გადააქციეს:
„ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი. ეგ რა არის?! ვოლიერია ეს, ფაქტობრივად. რა ზოოპარკიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ის ზოოპარკი არის. ანრი ოხანაშვილი ახლა მინისტრი რომ იქნება ზოოპარკზე უარესია. მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს. უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან,“ – განაცხადა უგულავამ.
„ამ ქვეყანაში უმცირესობა, ოპოზიცია ვერასდროს გადაწყვეტს პოლიტიკური პროცესების ბედს…“ – ნინო წილოსანი